პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას.

"აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ესკალაციის პრევენციის მიმართულებებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება და საქართველოს მთავრობა მზად არის, მტკიცედ განაგრძოს თანამშრომლობა EUMM-თან, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა მისიის მანდატის 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს