გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკურ საკითხებში კიმ ჰი სანგს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს დელეგაციის კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების ურთიერთდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საზღვაო ტრანსპორტის, საჰაერო მიმოსვლის დაწყების, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

გენადი არველაძემ დადებითად შეაფასა კორეის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წლის ბოლოს საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მისი თქმით, მუდმივმოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის ამოქმედება დიდად წაადგება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის პარტნიორულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ქართველ და კორეელ ხალხებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობასაც მოიცავს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდას, მათ შორის, ქართველ ექსპორტიორებს კორეის რესპუბლიკის დაახლოებით 50-მილიონიან ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეტანის შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, საუბარი წარიმართა შეთანხმებაზე ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ, რომლის თაობაზე ქვეყნებს შორის მეოთხე რაუნდი 18-19 აპრილს იმართება. აღინიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში და გაზრდის ქართული და კორეულის ბიზნეს წრეების დაახლოებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის სექტორში და აღინიშნა, რომ რეგულარული პირდაპირი ფრენების დანიშვნა, დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურიზმის მიმზიდველი მიმართულების მიმართ კორეელების მზარდ ინტერესს. კერძოდ, 2023 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან 191 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა 2022 წელთან შედარებით. ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 2021 წლიდან გაფორმებულია საავიაციო სფეროში შეთანხმება.

ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავების მიზნით, მინისტრის მოადგილეები საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისში ჩატარებაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს