ნათია თურნავა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერს შეხვდნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს, ასევე იმ დადებით შედეგებს, რომელიც გატარებული ეკონომიკური პოლიტიკით იქნა მიღწეული. ხაზი გაესვა ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარებას, ფინანსური სექტორის მდგრადობასა და რეგიონულ გაფართოებას.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფასების სტაბილურობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯზე და აღნიშნა, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მისივე თქმით, იმპორტის ზომიერი ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის ბალანსი კვლავ მდგრადია ექსპორტის, მათ შორის IT და მომსახურების სექტორის ზრდის ხარჯზე.

"სავალუტო ბაზარზე სტაბილური ვითარება ნარჩუნდება, რაც საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ რეზერვების დაგროვება. ეროვნული ბანკი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლას, თუმცა ფრთხილად აანალიზებს ახალ მონაცემებს და ითვალისწინებს არსებულ რისკებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის 400 ათას ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია