„გახარია საქართველოსთვის“ – „ქოცებო“, თქვე „ნაცებო“, შეწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედება - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს, არც ერთ რადიკალურ ძალას მხარი არ დაუჭირონ

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდსა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ განცხადება ერთდროულად დააინიცირეს, რომელიც მათი შეფასებით, ღია თანამშრომლობაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ „ოცნებასთან“.

იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყანა ერთად იბრძვის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ოცნებას სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს გარიგება უკვე შემდგარია რუსული კანონის ავტორ „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის.

ამ გადაწყვეტილებებით, საბოლოოდ გაშიშვლდება „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალწლიანი თანამშრომლობა, რაზეც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება. თქვენი ეს ერთობლივი მოქმედება კარგად აჩვენებს როგორ გაწყობთ ერთმანეთი ამ ორ რადიკალურ ძალას და როგორ ხართ მზად ერთმანეთს გაურიგდეთ მომავალ პარლამენტშიც, რაზეც უკვე დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს არც ერთ რადიკალურ ძალას, არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ დაუჭირონ მხარი. ეს არის ერთადერთი გარანტია,რომ ქვეყანა თავს დააღწევს ამ ორი წარსული ძალის ტყვეობას და თავიდან ავიცილებთ მათ სამომავლო კოალიციას.“-წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია