Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა

17 აპრილს, სასტუმრო „ჯინჯერში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პრო ბონო ქსელისა“ და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე “პრო ბონო მარათონი” გაიმართა.

მიმდინარე წლის მარათონის ფარგლებში, 10 კომპანიის 30-ზე მეტმა პრო ბონო კონსულტანტმა, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე 7 ორგანიზაციისთვის საკომუნიკაციო კამპანია მოამზადა. აღნიშნული კამპანია მათ დაეხმარება უფრო ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა და საზოგადოების კიდევ უფრო დიდ ნაწილს გაუზიარონ ინფორმაცია საკუთარი პროექტებისა თუ ორგანიზაციის შესახებ.

Hotsale.ge წელს პირველად გახდა პროექტის მონაწილე. კომპანიის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელმა, ლანა ცხადაძემ აღნიშნა, რომ მათთვის მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო.

“Hotsale.ge წელს პირველად შეუერთდა “პრო ბონო მარათონს”. მოხარულები ვართ, რომ ამ შესანიშნავი პროექტის მონაწილე გავხდით და საშუალება მოგვეცა, ჩვენი გამოცდილება სოციალური საწარმო “პოტერიასთვის გაგვეზიარებინა”, - განაცხადა ლანა ცხადაძემ.

მარათონში Hotsale.ge-სთან ერთად შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: :„ეისითი“; „ჯი პი აი ჰოლდინგი“; „საქართველოს ბანკი“; „კრედო ბანკი“; „ფაშა ბანკი“; „ემბისი“; “თეგეტა ჰოლდინგი”; „რემაინდერი“ „თინარტი“. მათ პრო ბონო მხარდაჭერა შემდეგ სამოქალაქო ორგანიზაციებს გაუწიეს : „პოტერია“, „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი“, „თანადგომა“, „ეთნოდიზაინი“, „ჩუ“, „ტექ გოგო“, „ბაბალე“.

მარათონს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი სამუშაო პროცესი, როდესაც პრო ბონო კონსულტანტები და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივად ათანხმებდნენ საკომუნიკაციო კამპანიის დეტალებს. 17 აპრილს კი, 10-საათიანი მარათონის ფარგლებში მომზადდა სტრატეგიის საბოლოო პრეზენტაცია.

"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი პროფესიული რესურსების პრო ბონოდ (უსასყიდლოდ) გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. "საქართველოს პრო ბონო ქსელი" ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) ინიციატივით, ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია