აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ხმაური იყო

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას და რუსთაველის ქუჩების გადაკეტვა სცადეს, დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, რომელიც პოლიციის მე-7 განყოფილებაში არის გადაყვანილი.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ განყოფილებასთან გადაინაცვლეს, სადაც დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.

„თორნიკე რიჟვაძის მიმართ განცხადება გაკეთდა, ადგილზე იყო თუმცა ხალხს არ შეხვდა. მოსახლეობამ გამსახურდიას და რუსთაველის ქუჩების გადაკეტვა სცადა, საპატრულო პოლიციამ მათზე იძალადა. აქციის დროს დაკავებულია ერთი ადამიანი, იგი შშმ პირია და ახლა მის გათავისუფლებას ითხოვენ.

დაკავებულის დედას სასწრაფო დახმარება დასჭირდა. ეს ოჯახი უსახლკაროა და თავშესაფარს ითხოვდა.

მოსახლეობამ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა, ისინი ხელისუფლებას 24 მაისამდე ვადას აძლევენ”,- აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს