ეკვადორის პრეზიდენტმა ენერგეტიკული კრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ეკვადორის პრეზიდენტმა ენერგეტიკული კრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა 2023 წლის ნოემბერში დაიკავა, რიგით მეორე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ეკვადორში ენერგეტიკული კრიზისი „ელ-ნინიოს“ კლიმატური ფენომენით გამოწვეული გვალვის შედეგად წარმოიქმნა, რამაც ჰიდროელექტროსადგურების მუშაობას პრობლემები შეუქმნა.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, უახლესი საგანგებო მდგომარეობის მიზანს „ელექტროენერგიის საჯარო სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა“ წარმოადგენს.

დანიელ ნობოამ პირველად საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის იანვარში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ერთ-ერთი ნარკოდაჯგუფების ლიდერი ციხიდან გაიქცა, პატიმრებმა ქვეყნის რამდენიმე ციხეში მძევლები აიყვანეს და მოგვიანებით, შეიარაღებული პირები ეკვადორის ტელევიზიაში შეიჭრნენ.

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით უსაფრთხოების ახალი ზომების მხარდასაჭერად ხვალ ეკვადორში რეფერენდუმი ჩატარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია