ზურაბ ბატიაშვილი - რუსებს ახლა ნამდვილად ცუდად აქვთ საქმე და უფრო ცუდად ექნებათ - ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა

რუსებს ნამდვილად ცუდად აქვთ ახლა საქმე და მომავალ კვირაში უფრო ცუდად ექნებათ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება შეაფასა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, რეალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა მიიღებს იმ რაოდენობის და იმ ხარისხის შეიარაღებას, რომელიც მას ამ ბრძოლისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება.

ბატიაშვილის განმარტებით, დასავლეთი ერთიანია ისე როგორც არასდროს და მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის დახმარება ამ ბრძოლაში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აშშ-ის მხრიდან ეს დახმარება მართალია, გვიანდებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში მაინც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რეალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა მიიღებს იმ რაოდენობის და იმ ხარისხის შეიარაღებას, რომელიც მას ამ ბრძოლისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება. ბოლო პერიოდში უკრაინას ჰქონდა შეიარაღების დეფიციტი და ახლა ეს დეფიციტი აღმოიფხვრება.

„ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკელების პასიურობამ გამოიწვია ევროპის გააქტიურება. დავინახეთ კიდეც საფრანგეთის პრეზიდენტის უკრაინის მხარდასაჭერი ძალიან მტკიცე განცხადებები და ქმედებები. ასე რომ, დასავლეთი ერთიანია ისე როგორც არასდროს, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის დახმარება ამ ბრძოლაში. რაც რამდენიმე კვირაში ბრძოლის ველზე აისახება. რუსებს ნამდვილად ცუდად აქვთ ახლა საქმე და მომავალ კვირაში უფრო ცუდად ექნებათ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა“, - აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს სამშაბათს, 23 აპრილს კენჭს უყრიან.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია