აშშ უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას რამდენიმე დღეში მიაწვდის

შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში შეძლებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიტანოთ აღჭურვილობა ძალიან სწრაფად, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით“, - ციტირებს The New York Times-ი პატრიკ რაიდერს.

ამასთან, გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ იარაღს პენტაგონის საწყობებიდან სარკინიგზო ტრანსპორტით გერმანიაში გადაიტანენ. კონკრეტულად რა შედის უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში, არ არის დაზუსტებული, მაგრამ, რაიდერის თქმით, სავარაუდოდ, იქნება დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისა და არტილერიისთვის.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა და სენატს გადაუგზავნა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს