სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე აყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე აყენებს.

„დასავლელები სახიფათოდ ბალანსირებენ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე, რაც კატასტროფული შედეგებითაა სავსე“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დასავლეთის სამი ბირთვული სახელმწიფო კიევის მთავარ სპონსორებს შორისაა.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სწორედ დასავლური ბირთვული სახელმწიფოების „ტროიკაა“ კიევის კრიმინალური რეჟიმის მთავარ სპონსორებს შორის, სხვადასხვა პროვოკაციული ნაბიჯების მთავარი ინიციატორები. ჩვენ ამაში ვხედავთ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რაც იწვევს ბირთვული საფრთხის დონის ზრდას“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვმა დასავლეთი რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებაშიც დაადანაშაულა.

„დასავლეთის მიზანია გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კოსმოსში რეალური საფრთხეებისგან, რათა მიაღწიოს დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფას მათი ეროვნული სამხედრო კოსმოსური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ჩვენს პრიორიტეტად რჩება საერთაშორისო იურიდიულად სავალდებულო ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც აყალიბებს საიმედო გარანტიებს კოსმოსში იარაღის განლაგების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ლავროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია