ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გავმართე. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სენატის მიერ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს. მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის დაუღალავი მხარდაჭერისთვის და ნამდვილი გლობალური ლიდერობისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის პირად როლს ხაზი გაუსვა.

„კანონის მიღების შემდეგ თავდაცვის პირველი პაკეტი განვიხილეთ. მე პრეზიდენტის გარანტიები მაქვს, რომ ეს სწრაფი და ძლიერი იქნება და იგი ჩვენს საჰაერო თავდაცვასა და საარტილერიო შესაძლებლობებს გააძლიერებს. ასევე, ჩვენ უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და მომავალი მშვიდობის სამიტის მომზადების საკითხები განვიხილეთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს