აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც არის საუბარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციური პარტიის წევრები პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ.

„სახალხო დამცველმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწია. 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სააკაშვილი გასინჯა და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესდა“ მას შემდეგ, რაც მათ ბოლოს 2022 წლის აპრილში გამოიკვლიეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ შეაფასეს. ასევე, სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ქვეყანაში არსებული მკურნალობის ყველა მეთოდის გავლის მიუხედავად, მისი მდგომარეობა „სწრაფად უარესდებოდა“. სახალხო დამცველის აპარატმა შეაფასა, რომ სააკაშვილის საქმემ შესაძლოა არაადამიანური მოპყრობისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დაარღვიოს.

2021 წლის ოქტომბერში, ქვეყანაში დაბრუნებამდე, სააკაშვილი დაუსწრებლად სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლეს, მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, 2018 წელს პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური თავდასხმის ბრძანების გაცემის გამო. სააკაშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოება დამატებითი ბრალდებების გამო გრძელდებოდა, რომლებიც იმ დანაშაულებს უკავშირდება, რომელიც მან სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინა და 2021 წელს მის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. მან ყველა ბრალდება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, უარყო“, - ნათქვამია ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში