უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირი, უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, მსოფლიო ომისთვის ემზადება - უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ მშვიდობასთან არ დაგვაახლოვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირი, უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, მსოფლიო ომისთვის ემზადება.

სიიარტო მტკიცებით, ევროკავშირის სტრატეგია ჩავარდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ მშვიდობასთან დაახლოება არ გამოიწვია.

„საუბარია მილიარდობით ევროს ღირებულების ასობით ათასი ან მილიონობით საბრძოლო მასალასა და იარაღზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, სტრატეგია ჩავარდა. იარაღის მიწოდებამ მშვიდობასთან არ დაგვაახლოვა, პირიქით, იარაღის მიწოდებას შეუძლია მხოლოდ გაახანგრძლივოს ომი და გაზარდოს მისი მსოფლიო ომში გადაზრდის საფრთხე“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უნგრეთი მივიდა განსხვავებულ დასკვნამდე, რომ სამშვიდობო ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და იარაღის მიწოდების ადგილი დიპლომატიამ უნდა დაიკავოს.

„ჩვენ მზად ვართ სამშვიდობო გეგმების განხილვისთვის. ამავდროულად, გარკვევით უნდა განვაცხადოთ, რომ სამშვიდობო კონფერენციები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული, თუ მაგიდასთან ომის ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა სიიარტომ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს