ჯაბა სამუშიამ თსუ-ში წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალი გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალს“ მასპინძლობს, რომელშიც 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 24 გამომცემლობა მონაწილეობს.

თსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება და საუნივერსიტეტო სივრცეში გამოიფინება, როგორც სახელმძღვანელოები, ისე მხატვრული, სამეცნიერო და საბავშვო ლიტერატურა. მათივე ცნობით, გამოფენა თსუ-ს ბიბლიოთეკისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

„სტუმრებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. მან უნივერსიტეტის გამომცემლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა და ღონისძიების მონაწილეებს საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების გამოცემისა და თარგმანის კონკურსის ინიციატივა გააცნო.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი გამოცდილება აქვს უნივერსიტეტის გამომცემლობას, საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო თუ სამეცნიერო ნაშრომის გამოიცა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განათლების სისტემისა და მეცნიერებისათვის. ახალი გამოცემებითა და თარგმანებით ჩვენ გვინდა წავახალისოთ ის, რომ საუნივერსიტეტო წიგნებს, საუნივერსიტეტო გამოცემებს დავუბრუნოთ თავისი ნიშა და, ასევე, ვიზრუნოთ ავტორების უფლებების დაცვაზე. რაც შეეხება წიგნების გამოფენას უნივერსიტეტში, გვინდა ეს ტრადიციად ვაქციოთ და ყოველ წელს ჩატარდეს ჩვენს სივრცეში ასეთი ღონისძიება,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ფესტივალი მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესა და ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წელს მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილია 100-ამდე ნაშრომი – უცხოური და ორიგინალური სამეცნიერო ლიტერატურა ყველა სფეროში, მათ შორის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლიტერატურა, იურიდიული ხასიათის გამოცემები, ეკონომისტთა ნაშრომები, სამედიცინო შინაარსის სახელმძღვანელოები, წიგნები ფსიქოლოგიისა და განათლების მიმართულებით.

„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს არის წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალი, რომლის ანალოგიური ფორმატი საქართველოში არ არის. ძალიან კარგია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაეყარა ამ ფესტივალს საფუძველი“,- განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ლებანიძემ.

ფესტივალის ორივე დღე დატვირთულია სხვადასხვა აქტივობით, მათ შორის, შემეცნებითი ლექციებით, წიგნების წარდგენითა და დისკუსიებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში