ანონსი  24 აპრილი

24 აპრილს, 10:00 საათზე, რუსთავის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელზეც “გახარია საქართველოსთვის” წევრის ნოდარ შეროზიას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავენ. რუსთავის საკრებულოში პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, ახალგაზრდული ორგანიზაცია, ქალთა ორგანიზაცია და პარტიის სხვა წევრები მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბებიან.

მის: რუსთავი, კოსტავას გამზ. #20 საკრებულოს შენობა

საკონტაქტო: ეკა გაბადაძე - 577244454

24 აპრილს, 10.30 საათზე, ენმ-ის ცენტრალური პარტიის ოფისში, პარტიის აღმასრულებელი მდივნის დავით კირკიტაძის და რუსთავის ფრაქციის ენმ-ის წევრების განცხადება.

თემა: ქ. რუსთავში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და თანამდებობების გადანაწილება.

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - ‪551 63 36 44

24 აპრილს, 10:30 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პრესკონფერენციას გამართავს და წარადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს: „შეწყალების მიუხედავად მსჯავრდებულების მიერ სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები“.

მის: აკაკი გახოკიძის 11ა, 0 სართული.

საკონტაქტო: თამარ თორდინავა - 599 877 810

24 აპრილს, 11:00 საათზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მის: ოზურგეთის დრამატული თეატრი, (ჭავჭავაძის 1)

24 აპრილს, 11:00 საათზე, “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ევროპარლამენტში გამართული დისკუსია.

მის: საბურთალო, სააკაძის მე-2 გასასვლელი N10 (პარტიის ოფისი, სართული 5)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

24 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

24 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტში სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

24 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

24 აპრილს, 15:00 საათზე, იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი გამართავს ბრიფინგს.

თემა: "ბატონი გიორგი მიქაუტაძის დედის მიერ მიღებული დივიდენდები".

მის: დ. უზნაძის N18 (იურიდიული ფირმა BLB-ის ოფისი)

საკონტაქტო ინფორმაცია: 598 261 919

24 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2024“ ღონისძიება გაიმართება.

მის: თავისუფლების მოედანი N2.

24 აპრილს, 17:00 საათზე, ქუთაისში მონ-პლაზირის თაღთან, საერთო საზოგადოებრივი განხილვა - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" გაიმართება. განხილვას საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები "გამარჯვების" კოალიციის ფარგლებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე დაესწრებიან.

მის: ქუთაისი მონ-პლაზირის თაღი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ირაკლი გაბისონია - 555 602 634

24 აპრილს, 19:00 საათზე, ქუთაისში, ქუთაისის მესხიშვილის თეატრიდან მსვლელობა - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" გაიმართება. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, "გამარჯვების კოალიციის" ფარგლებში მსვლელობას შეუერთდებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

მის: ქუთაისი მესხიშვილის თეატრი

საკონტაქტო : მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ირაკლი გაბისონია - 555 602 634

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში