ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში კომპანიის MMG Agriculture თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ მეთხილე ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან. ინფორმაციას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ ხშირად ვხვდებით ფერმერებს და მათგან ვისმენთ ინფორმაციას არსებული საჭიროებების შესახებ. საქართველოში თხილის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს; ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საჭირო ცოდნაზე წვდომის კუთხით. ხარისხიანი მოსავლით ფერმერები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან და მეტ შემოსავალს მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან, კლიმატური პირობების მხრივ, საკმაოდ რთული წელი გვქონდა, ამიტომაც ხარისხის კუთხით გარკვეული გამოწვევები იყო. მთლიანობაში, შარშან, მოსავალი 5 ათასი ტონით მეტი იყო, ვიდრე წინა წელს, წელს კი, გაცილებით უკეთესს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო პროგრამები და ფერმერების აქტიურობა, ერთობლივად კარგ შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანიას MMG Agriculture ქართულ-ებრაული ინვესტიციით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული თხილის ბაღი.

„50ჰა-ზე თხილის ბაღის გაშენება 50,000 ლარით დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“. როგორც კომპანიის მფლობელი პაატა სირაძე აცხადებს, ამავე მიზნობრიობით ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის ოდენობაც 1,5 მლნ ლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 3,291 ჰექტარზე ახალი მრავალწლოვანი ბაღის გაშენება თანადაფინანსებულია 43 მლნ ლარით, მათ შორის, თხილის ახალი ბაღების გაშენება თანადაფინანსებულია 505 ჰა-ზე 1,2 მლნ ლარით. მებაღეობის განვითარების მიზნობრიობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაცემულია 123 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი, მათ შორის თხილის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 9,1 მლნ ლარი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის