„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - მსვლელობები ქუთაისის გარდა, იგეგმებაზუგდიდსა და ბათუმში, ბოლოს კი ყველაფერი დაგვირგვინდება თბილისის ქუჩებში

მსვლელობები ქუთაისის გარდა, იგეგმება ზუგდიდსა და ბათუმში, ბოლოს კი ყველაფერი დაგვირგვინდება თბილისის ქუჩებში, - ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „იშვიათია ასეთი მომენტები, როდესაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, ერთი იდეის გარშემო ერთიანდება, ამიტომ ეს ცხადყოფს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია“.

„ასეთი ერთიანი საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს მინახავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. უიშვიათესია ასეთი მომენტები, როდესაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, 80 პროცენტი ერთიანია ერთი იდეის ირგვლივ - საქართველოს ადგილი არის ევროპაში.

ჩვენი დღევანდელი პერფორმანსიც სწორედ ამას ემსახურება, რომ გავიდეთ რეგიონებში და მოქალაქეებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, მაქსიმალურად დავაშოროთ და ვაპოვნინოთ სხვაობა მდინარაძის პროპაგანდისტულ -კრემლისტურ ტყუილსა და სიმართლეს შორის, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და რუსული კანონით ევროპაში არავინ გველოდება და არავინ მიგვიღებს. „ქართული ოცნება“ ცხადია, რომ ეწევა საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს. ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები, პოლიტიკური პარტიები, დასავლური სამოქალაქო საზოგადოება ამის უფლებას ე.წ რუსულ სახელმწიფოს არ მივცემთ და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი პერფორმანსი. იგეგმება ქუთაისის გარდა ზუგდიდში ანალოგიური მსვლელობა და ამავდროულად გვექნება ბათუმში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგვირგვინდება თბილისის ქუჩებში,“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია