ლევან გოგიჩაიშვილი - დღეს გაფორმდა აქტი „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, ეს ადამიანები ამ გარიგებებით დარჩენილ დროში რუსთავს „სისხლს გამოწოვენ“, მაგრამ „თაფლობის თვე“ მარტივად არ გაივლის

დღეს გაფორმდა ერთობლივი აქტი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის და ეს ადამიანები ამ გარიგებებით დარჩენილი დროის განმავლობაში რუსთავს სისხლს გამოწოვენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიას, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადაყენება.

როგორც გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, რუსთავი არის „ფარდის მიღმა ერთობლივი გარიგებების დემონსტრირების მაგალითი“.

„ვიდრე „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით მაშველი რგოლი ეყოლება, მანამდე არასდროს დამთავრდება ეს ბაკქანალია. ეს იქნება მანამ, სანამ ეს ორი სიმახინჯე, ეს სისტემა თავისი შინაარსით იარსებებს. ეს უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს. მათ ერთობლივად არ უნდა აიღონ 50%-ი. სანამ არის ივანიშვილის სისტემა და ხელოვნური სუნთქვით შენარჩუნებული „ნაციონალური მოძრაობა“, ამ ქვეყნის მომავალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ.

რუსთავი არის ფარდის მიღმა ერთობლივი გარიგებების დემონსტრირების მაგალითი“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარია საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთობლივად ხმების 50%-ზე მეტი არ აიღოს.

„დღეს გაფორმდა ერთობლივი აქტი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის და ეს ადამიანები ამ გარიგებებით დარჩენილი დროის განმავლობაში რუსთავს სისხლს გამოწოვენ. ეს „თაფლობის თვე“ ასე მარტივად არ გაივლის, ყველა დეტალს გამოვიძიებთ და ვამხელთ თუ რა გარიგებები შედგა.

მთავარი არის ის, რომ საპარლამენტო არჩევნებში ამ ორმა სიმახინჯემ 50%-ზე მეტი არ აიღოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესები, რომელიც ივანიშვილმა დაიწყო, საბოლოო ჯამში ამ შედეგს დადებს“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია