ოთარ შამუგია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში მოცვის დარგვის პროცესში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, კომპანიის „ჯეო აგრო ისთეით“ ბაღში იმყოფებოდა. მინისტრმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, მოცვის დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლად გაშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღში კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“ ამ ეტაპზე 100 ადგილობრივი, სეზონზე კი, 200 პირი ჰყავს დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“ 17 ჰა-ზე ბაღის გაშენება 250,000 ლარით დაუფინანსდა.

„ლურჯი მოცვი ერთ-ერთი ახალი კულტურაა საქართველოში, რომელიც ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაშენდა. ჩვენ 2800 ჰა-მდე ბაღი გვაქვს დაფინანსებული. მათი დიდი ნაწილი მსხმოიარობაშია შესული და მოსავალი ექსპორტზე გადის. გასულ წელს, მოცვის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონს გადააჭარბა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ბაღების გაშენება გრძელდება. ბაღების დაფინანსებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ბაღების მოვლის კომპონენტში ბენეფიციარები შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ, რაც საშუალებას აძლევთ, მეტი შემოსავალი მიიღონ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხიანი მოსავლისთვის, მნიშვნელოვანია ფერმერების ცოდნა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება“, - განაცხადა დავით წითლიძემ.

სამინისტროს ინფორმაციითვე, პირველადი წარმოების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53,5 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,836 ჰა-ზე ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში 31,6 მლნ ლარითაა თანადაფინანსებული 1,688 ჰა-ზე ბაღების გაშენება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს