საქართველოში ესტონეთის ელჩი - ვცდილობთ, გადავცეთ თქვენს მთავრობას მესიჯი, რომ ჩვენ არ ვართ საფრთხე

ვცდილობთ, თქვენს მთავრობას გადავცეთ მესიჯი, რომ ჩვენ არ ვართ საფრთხე და იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას გაიგებენ, - ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რიინა კალიურანდმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, რონდელის ფონდის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, როდესაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები დონორებისგან დაფინანსებას არ იღებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხარონ.

„ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობისთვის ახსნას, რომ ეს დონორები არიან ევროკავშირის ქვეყნები და ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ ფულს იმისთვის არ ვურიცხავთ, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ჩვენ ვცდილობთ, გადავცეთ მესიჯი თქვენს მთავრობას, რომ ჩვენ არ ვართ საფრთხე და იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას გაიგებენ. თუკი ამ კანონს მიიღებენ, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, გააგრძელონ არსებობა ისე, როგორც დღეს არსებობენ. გავაგრძელებთ განხილვებს ამ თემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება