აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს

შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. შემაკავებელი ზომების სამიზნე, უპირველეს ყოვლისა, დრონებით ვაჭრობა და მათი წარმოებაა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასანქცირდა 16 კომპანია, 8 ფიზიკური პირი, ხუთი ხომალდი და ერთი თვითმფრინავი.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანული დრონების წარმოებაში მონაწილეობისთვის სანქცირებულია ოთხი კომპანია და ორი ფიზიკური პირი. გარდა ამისა, დაწესდა დამატებითი აკრძალვა იმ კომპონენტების ექსპორტზე, რომლებიც, შეიძლება, დრონების შესაქმნელად იქნას გამოყენებული.

კანადის საგარეო უწყების განმარტებით, სანქციები, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან კოორდინაციით, ორ ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესდა.

14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, შეტევისას 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს, თუმცა ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა მათი 99%-ის ჩამოგდება მოახერხეს. ისრაელის ტერიტორიას მხოლოდ რამდენიმე რაკეტამ მიაღწია ავიაბაზას დაარტყა და ინფრასტრუქტურის მცირე დაზიანება გამოიწვია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს