ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურაზე და მუხრაზე ორი სრულიად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა

ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურაზე და მუხრაზე ორი სრულიად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე მუხრა წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.

ახალ სახიდე გადასასვლელებზე ჩოლურის მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

დასრულებული სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა მოინახულა.

სამუშაოები ,,ავტოგზა-ლენტეხი 99’’-მა შეასრულა, რომლის ღირებულება 1,053,352 ლარს შეადგენდა.

პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, რეგიონული ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს