27 და 28 აპრილს, უკრაინული სახლი თბილისში საგაზაფხულო წინასააღდგომო ბაზრობას უმასპინძლებს

27 და 28 აპრილს, 12.00-დან 17.00 საათამდე უკრაინული სახლი თბილისში საგაზაფხულო წინასააღდგომო ბაზრობას უმასპინძლებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ბაზრობის მიზანია საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების ეკონომიკური მხარდაჭერა და ინტერგაციის პროცესის ხელშეწყობა. ბაზრობის ორგანიზატორია ქართულ-უკრაინული პლატფორმა.

„წარმოდგენილი იქნება 32 უკრაინელი მეწარმის მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია:

ტკბილეული, უკრაინული პასკა და ლეგენდარული კიევური ტორტები;

ტრადიციული უკრაინული რეცეპტებით დამზადებული ნახევარფაბრიკატები;

ხელნაკეთი სუვენირები;

უკრაინელი ოსტატების მიერ შექმნილი სამკაულები;

სააღდგომო აქსესუარები და მრავალი სხვა.

მისამართი: მიხეილ ჯავახიშვილის ქ. 8 (სამაიას ბაღი)

https://maps.app.goo.gl/NriSkMQdc2FHrndH8

უკრაინული სახლი თბილისში არის ქართულ-უკრაინული პლატფორმის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და გერმანიის მთავრობა. ყოველდღიურად უკრაინული სახლი ასობით უკრაინელს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, მათ შორის ქართული და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, საინფორმაციო ჰაბი, ფსიქოლოგიური დახმარება დიდებისთვის და მოზარდებისთვის, უკრაინული ბიბლიოთეკა, უკრაინული კლუბი და ა.შ.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია