ლევან ჯაფარიძე - არ შეიძლება დააყენო არჩევანი ასე: ეკლესია თუ ევროპა, დამნაშავის გარეთ ყოფნა თუ ევროპა, გამჭვირვალობა თუ ევროპა

ბევრ დროს ვხარჯავთ იმაზე ფიქრში, თუ რომელი კანონი მიიღება და მეშინია ყველაზე მთავარი არ გამოგვრჩეს. ძალიან ბევრი იმუშავა "ქართულმა ოცნებამ" იმისათვის, რომ მიგვეღწია იმ პროგრესისათვის, რომელსაც ევროპულ გზაზე მივაღწიეთ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს კონსტიტუციის დაცვით შევძელით, - განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს წევრმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჯაფარიძემ, საკრებულოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, დასავლეთისკენ მისწრაფება - ეს არის ქართველი ხალხის სურვილი და არა ვინმეს მხრიდან ძალდატანება.

„მე არ მინდა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპისაკენ დაზარალდეს ჩვენი ვითომ მეგობრების გააზრებული თუ გაუაზრებელი ქმედებებით. არ შეიძლება ქართველ ხალხს ელაპარაკო ულტიმატუმებით. არ შეიძლება დააყენო არჩევანი ასე: ეკლესია თუ ევროპა, დამნაშავის გარეთ ყოფნა თუ ევროპა, გამჭვირვალობა თუ ევროპა, ყველაზე დიდი სიკეთის მქმნელი ადამიანისათვის სანქციების დაწესება და ზურგის ქცევა თუ ევროპა!

ასეთი ულტიმატუმები ქართველი ერისთვის არ იქნება მისაღები, სწორედ ეს შეიძლება გახდეს ყველაზე მეტად დამაზიანებელი ჩვენი ევროპული ინტეგრაციისათვის. ქართველ ხალხს არ უნდა დაეკარგოს სურვილი, რომ გეზი იყოს ყოველთვის ევროპისაკენ. ვიმუშავებთ უფრო მეტს, ღირსებით, მშვიდობით ვივლით მშვიდობიანი, ღირსეული ევროპისაკენ და ამას გავაკეთებთ ერთგულ, პატრიოტ, პროგრესულად მოაზროვნე ქართველებთან ერთად“, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.

აღნიშნულ კომენტარს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია