ზურაბ აბაშიძე - ჩვენი არჩევანი გახლავთ  ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება - ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„მსურს, გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. პირველ რიგში, შევეხები რეზოლუციას, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორი გახლავთ "ნაციონალურ მოძრაობასა" და საქართველოში მათ სატელიტ პარტიებთან დაკავშირებული და აფილირებული ევროპარლამენტარების ჯგუფი. ისინი ხშირად გამოდიან ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც მათი განცხადებებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს. აღნიშნული რეზოლუცია სწორედ საქართველოსა და ქართული საზოგადოების შანტაჟს ისახავს მიზნად.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ქართველი ხალხი არ მიიღებს და ყველა მოვლენას აღიქვამს სწორად. ამ რეზოლუციის მთავარი მიზანია ხელისუფლებაში სააკაშვილისა და გვარამიას დაბრუნება და, სავარაუდოდ, მათ გამორჩათ ქარდავასა და ახალაიას რეზოლუციაში ხსენება.

ჩვენ ვნახეთ ამ რეზოლუციის პროექტი, რომელშიც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო მოხსენებული. აღნიშნული რეზოლუციის დამდგენი ადამიანების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც მათ თქვეს, რომ აფხაზეთი არის ცალკე სახელმწიფო და მან მიიღო ანალოგიური კანონი. იმაშიც ვერ გარკვეულან, რომ სწორედ ეს არის ფასი ამისი. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ამდენი მცდელობის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და სწორად აფასებს ვითარებას.

ასევე მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავარი ღირებულებები, რომლებითაც ქართველი სახელმწიფო არსებობს და დღემდე მოვიდა, არის ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ბოლო პერიოდში გამართულ აქციებზე კი არაერთხელ გაჟღერდა ენა, მამული, ერთობა. ახალგაზრდების მიერ აქციაზე დადებულ ფიცში რომ ყოფილიყო ენა, მამული, სარწმუნოება და ამას დამატებული ერთობა, კი ბატონო, მივესალმებოდით, მაგრამ სარწმუნოების გარეშე გინდათ თქვენ ეს ქვეყანა იყოს? მაშინ ეს თქვენი არჩევანია და ჩვენი არჩევანი გახლავთ ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც, დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება. წარმატებები საქართველოს და მის ევროპულ მომავალს!” - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში