წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დაზიანდა

წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დაზიანდა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, „ჰუსიტებმა“ მათ მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან წითელი ზღვის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რამაც ნავთობის გადამზიდ ტანკერს, Andromeda Star-ს მცირე ზიანი მიაყენა.

„ერთი რაკეტა მეორე ხომალდის, MV Maisha-ს მახლობლად ჩამოვარდა, მაგრამ იგი არ დაზიანებულა“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

„ჰუსიტების“ სპიკერმა, იაჰია სარეამ განაცხადა, რომ Andromeda Star-ი, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავს, დიდი ბრიტანეთის საკუთრებაა, თუმცა გადაზიდვების მონაცემების მიხედვით, ხომალდი ცოტა ხნის წინ გაიყიდა და მისი მფლობელი სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

ტანკერი რუსეთთან დაკავშირებულ ვაჭრობას ეწევა. ნავთობტანკერი რუსეთის ქალაქ პრიმორსკიდან ინდოეთის ქალაქ ვადინარისკენ გადაადგილდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს