პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირებაა

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირებაა.

პროტესტის მონაწილეები ცდილობენ, მიუახლოვდნენ სცენას, რომელიც ტერიტორიაზე არის განთავსებული. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის წართმების მცდელობა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„გაუშვი ხელი, წადი აფხაზეთი დაიცავი“ - მიმართავს აქციის მონაწილე ერთ-ერთი სამართალდამცავს.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის რამდენიმე წუთის წინაც იყო, რაც მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობასთან შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა. კერძოდ, აქციაზე ითხოვნდნენ, რომ სცენაზე ათი გამომსვლელი ასულიყო და დროშები გადმოეკიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია