ლევან ხაბეიშვილი მამუკა მდინარაძეს - ამ კანონით, თქვენი მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარის თქმა?

ამ კანონით, თქვენი მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარის თქმა? - მთელი ამ დროის განმავლობაში, ტყუილის ტირაჟირება, რომ თითქოს რაიმე არის გაუმჭვირვალე - აქვს თუ არა სახელმწიფოს რაიმე ინსტრუმენტი და თუ აქვს, მაშინ ეს კანონი რა საჭიროა? - ამ კითხვით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს.

ლევან ხაბეიშვილმა მდინარაძეს ასევე მიმართა კითხვით კანონის მიზანთან დაკავშირებით - „არსებობს თუ არა ერთი ფაქტი, როდესაც რაიმე გადარიცხვა იყო არასწორი, კორუფციული, ან იყო ისეთი შემთხვევა, იყო ისეთი თანხა, რომელიც მოხმარდა სახელმწიფოსთვის საშიშ რაიმე მოქმედებას".

„მიზანი, ამბობთ, რომ არის გამჭვირვალობა, მე გეკითხებით და უპასუხეთ მოქალაქეებს - არსებობს თუ არა და აქვს თუ არა სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა, ინსტრუმენტები იმის, რომ ყველა გადარიცხვა იყოს გამჭვირვალე? ეს არსებობს და დაადასტურეთ. შეუძლია თუ არა ფინანსთა სამინისტროს უზრუნველყოს ყველა ტრანზაქციის ნახვა საჭიროების შემთხვევაში? აბსოლუტურად ყველა გადარიცხვის.

მიზანთან დაკავშირებით ასევე - როდესაც ამბობთ, რომ პრობლემაა გაურკვეველი ფინანსები, ამას ამბობთ სიტყვიერად, როდესაც მიზნებიდან ამოდიხართ, თურმე ვიღაც ამ ფულს სხვა მიზნებისთვის იყენებს - არსებობს თუ არა ერთი ფაქტი მაინც, მოიყვანეთ ერთი მაგალითი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო უწყებებს - არსებობს თუ არა ერთი ფაქტი, რომ რაიმე გადარიცხვა იყო არასწორი, რომ რაიმე იყო კორუფციული, ან იყო ისეთი შემთხვევა, იყო ისეთი თანხა, რომელიც მოხმარდა სახელმწიფოსთვის საშიშ რაიმე მოქმედებას - არსებობს თუ არა ასეთი ერთი ფაქტი, დაასახელეთ.

ასევე, როდესაც საუბრობთ მიზნებთან დაკავშირებით, გეცოდინებათ უნგრეთის მაგალითი, შემდეგ ევროპულმა სასამართლომ ეს კანონი გააუქმა, ამიტომ თავიდან რაც დავსვი შეკითხვა, მივდივარ ისევ იქ.

პირველი - მთელი ამ დროის განმავლობაში, ტყუილის ტირაჟირება, რომ თითქოს რაიმე არის გაუმჭვირვალე, გაქვთ თუ არა რაიმე ინსტრუმენტი, სახელმწიფოს სადმე არ აქვს და თუ აქვს, მაშინ ეს კანონი რა საჭიროა? უნდა უპასუხოთ ხალხს.

მეორე - თუ დანაშაული დადგა, ერთი მოიყვანეთ ფაქტად.

მესამე - მიზნებზე როდესაც საუბრობთ, თქვენი მიზანი, გაცხადებული, არის თუ არა ამ კანონით ევროკავშირზე უარის თქმა?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია