ადგილი, სადაც თქვენს ფანტაზიებს დაბეჭდავენ - „პრინტარეა“ იდეებს რეალობად აქცევს

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში პოლიგრაფიული სერვისები სწრაფად განვითარდა როგორც ტექნოლოგიური, ისე სერვისების მრავალფეროვნების კუთხით, რასაც ერთი მხრივ, მომხმარებლის გაზრდილმა მოთხოვნებმა შეუწყო ხელი, ხოლო მეორე მხრივ - მაღალმა კონკურენციამ.

ინტერესი მზარდია როგორც პერსონალური, ისე კომერციული მიზნებისთვის გათვლილი პოლიგრაფიის მიმართ, პროდუქციის ასორტიმენტი კი სულ უფრო ფართოვდება. პრინტარეა ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო ბეჭდვითი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და გამოწვევებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწრაფი და მოქნილი სერვისების მეშვეობით უპასუხა. სტამბა 2010 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად აგრძელებს ბეჭდვით სფეროში ოპერირებას. თანამედროვე ტექნოლოგიები მას საშუალებას აძლევს, მომხმარებლის ყველა მოთხოვნა და ფანტაზია დააკმაყოფილოს, შექმნას და დაბეჭდოს მათთვის სასურველი დიზაინის, ფერისა თუ ფორმის მასალა.

როგორც „პრინტარეაში“ აცხადებენ, გასული ათწლეულის განმავლობაში ახლა პერსონალურ პოლიგრაფიაზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია. აღნიშნული მიმართულება მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა:

  • ფოტოწიგნი - მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის ფოტოალბომები, რომელსაც მომხმარებლები ძირითადად, თემატიკის მიხედვით უკვეთენ, იქნება ეს საქორწინო წვეულება, ბავშვის ნათლობა, დაბადების დღე, მოგზაურობა და სხვა;
  • ბრენდირებული მაისურები - „პრინტარეა“ უმაღლესი ხარისხის ტექსტილზე ბეჭდავს ყველაფერს, რასაც მომხმარებელი შეუკვეთს, იქნება ეს ტექსტი, ფოტო თუ სხვა;
  • ნაჭრის ჩანთები საქმიანი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, ამასთან ეკომეგობრულობიდან გამომდინარე, მან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც შეიძინა. აღნიშნული პროდუქცია პოპულარობით სარგებლობს როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებში;
  • დეკორატიული ტილო, იგივე „კანვასი“ როგორც სახლის, ისე ოფისების დეკორისთვის მოთხოვნად პროდუქტად იქცა. „პრინტარეას“ უმაღლესი ხარისხის „კანვასზე“ გადააქვს ნებისმიერი ვიზუალი, იქნება ეს ცნობილი მხატვრის ნამუშევარი, ხედი, ფოტო თუ სხვა;
  • მისალოცი ბარათები - ციფრულ ეპოქაში მისალოცი ბარათები არ კარგავს დატვირთვას, შექმნას მოგონებები და ხელშესახები გადახადოს ის, ამიტომ პერსონალურ პოლიგრაფიაში ის „პრინტარეას“ ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად რჩება.

მაღალტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით „პრინტარეას“ შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთა, რაც მოსახერხებელია როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე სტარტაპებისთვის, რომლებიც საწყის ეტაპზე ბიუჯეტში შეზღუდულები არიან. მათზე მორგებული შეთავაზებებით „პრინტარეა“ წლებია, თანამშრომლობს როგორც სტარტაპებთან, ისე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესთან და პოზიტიური იმიჯის შექმნასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში ეხმარება მათ.

პარტნიორებს დამატებით კომფორტს უქმნის დიზაინერის მომსახურება და სწრაფი მიწოდების სერვისი.

სტარტაპ კომპანიები განსაკუთრებით აქტიურად სარგებლობენ „პრინტარეას“ ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა ქაღალდის ჩანთები და ყუთები, შესაფუთი მასალები, ბროშურები, კატალოგები, თეგები, სტიკერები და სავიზიტო ბარათები. რაც შეეხება საშუალო და მსხვილ ბიზნესს, აღნიშნულ პროდუქტებთან ერთად, ისინი სარგებლობენ „პრინტარეას“ მიერ შექმნილი ბანერებით, მოცულობითი ასოებით, აბრებით, საოფისე, ბრენდირებული ნივთებით, პრომო მასალებითა და სხვა.

წლებია, სტამბასთან თანამშრომლობენ ისეთი მსხვილი და წარმატებული კომპანიები, როგორიცაა „ვულე-ვუ“, „პსპ აფთიაქი“, „SKA“ და „ბაქსვუდის სკოლა“.

როგორც აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა განმარტეს, ბრენდის პოზიციონირებისთვის მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული მასალების გამოყენება მნიშვნელოვანია:

„ბაქსვუდის სკოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთა მამალაძე: „ჩვენი შეკვეთების შესრულება მარტივი არ არის, რადგან თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურ დიზაინს ვუკვეთთ-ხოლმე. „პრინტარეა“ აბსოლუტურად აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას. გარდა ამისა, უჭირავს ხარისხის მაღალი სტანდარტი და აქვს სწრაფი მიწოდების სერვისი“.

„ვულე-ვუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ნოდია: „ხარისხის, ფასის, სტაბილურობისა და პასუხისმგებლობის თანხვედრა - ეს არის მიზეზები, რის გამოც „პრინტარეასთან“ ვთანამშრომლობთ და ვენდობით მათ“.

„სკას“ შესყიდვების ხელმძღვანელი ლევან პირმისაშვილი: „„პრინტარეასთან“ 4 წელია ანუ „სკას“ დაფუძნების დღიდან ვთანამშრომლობთ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი საკითხია უსაფრთხოება და შესაფუთი მასალების საკვებთან თავსებადობა. აღნიშნულ მოთხოვნას „პრინტარეა“ აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ზოგადად, ჩვენთვის უპირველესია ხარისხი და კომპანიის იმიჯისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად მომხმარებლები ჩვენგან მხოლოდ ამგვარ პროდუქციას იღებენ“.

PSP-ის შიდა კომუნიკაციების მენეჯერი ნინუცა გვეტაძე: „ჩვენთვის, როგორც დიდი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროდუქტი, იქნება ეს მისალოცი ბარათი, ნაჭრის ჩანთა თუ შესაფუთი მასალები, მაღალი ხარისხის იყოს. სწორედ ამიტომ არის „პრინტარეა“ ჩვენი ერთგული პარტნიორი. მათთან განსაკუთრებით აქტიურად ვთანამშრომლობთ დღესასწაულების პერიოდში, თუმცა მუდმივად ვუკვეთთ სხვადასხვა ტიპის პროდუქციას, იქნება ეს ახალი თანამშრომლისთვის განკუთვნილი ნაკრები თუ სხვა“.

„პრინტარეას“ მრავალფეროვანი სერვისების მეშვეობით, თქვენ გეძლევათ საშუალება, ერთ სივრცეში მიიღოთ სრული სარეკლამო, საპრომოციო ან პერსონალური მომსახურება. სტამბა შეგიქმნით ყველა პირობას, განახორციელოთ ნებისმიერი იდეა საკუთარი სურვილების ასასრულებლად ან თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

(R)

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას