ილია ვერძაძე - რადგან არგუმენტი არ აქვთ კანონპროექტის წინააღმდეგ, მოიფიქრეს ახალი „იარლიყი” - თითქოს ეს კანონი შემზღუდავია

ეს შეიძლება ჩაითვალოს უბრალო საპოლემიკოდ წამოწეულ თემად, თუმცა ვფიქრობ, უფრო სხვა ჩანაფიქრია - რადგან არგუმენტი არ აქვთ კანონპროექტის წინააღმდეგ, მოიფიქრეს ახალი “იარლიყი”- თითქოს ეს კანონი შემზღუდავია, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის „ქართული ოცნებიდან“, ილია ვერძაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას ეხმაურება.

მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კანონპროექტის მიმართ არ აქვს შინაარსობრივი კითხვები და ტყუილების ტირაჟირებას ცდილობენ, თითქოს, კანონპროექტი შემზღუდავია.

„ნაცმოძრაობის“ ტყუილების ინდუსტრიამ, დღეს, საკომიტეტო განხილვაზე, ახალი პროდუქტი გამოუშვა. დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ, საკმაოდ ბევრი დოკუმენტი წარმოადგინა, მათ შორის, ეუთო ოდირის კვლევა და სხვადასხვა მუხლი ამოიკითხა, დასკვნა კი ასეთი იყო: სად არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ შეიზღუდოს არასამთავრობოთა საქმიანობაო? მაშინ როცა კანონი არაა შემზღუდავი და უფრო მეტიც, ის, მხოლოდ აწესებს დეკლარირების ვალდებულებას.

ეს შეიძლება ჩაითვალოს უბრალო საპოლემიკოდ წამოწეულ თემად, თუმცა ვფიქრობ, უფრო სხვა ჩანაფიქრია - რადგან არგუმენტი არ აქვთ კანონპროექტის წინააღმდეგ, მოიფიქრეს ახალი “იარლიყი”- თითქოს ეს კანონი შემზღუდავია. ახლა ამაზე აკეთებენ აქცენტს“, - აღნიშნულია ილია ვერძაძის განცხადებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება