სოფო ჯაფარიძე - დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს - საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს

დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს. საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის მხარდასაჭერად „ქართული ოცნების“ მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე.

სოფო ჯაფარიძის თქმით, ქართველი ერის ერთიანობა გუშინდელმა დღემ აჩვენა.

„დღევანდელი მათი კონტრაქცია არის ყველაზე დიდი სირცხვილი, ხელისუფლების სიმხდალის და შიშის გამოხატულება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ თუ ივანიშვილს და „ოცნებას“ რამის ეშინია, ეს არის ქართველი ხალხის ერთობა. დღეს, ისეთი ერთიანია ქართველი ერი როგორც არასდროს. გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი მაგალითი, როდესაც ასი ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა გულწრფელი პროტესტის გამოსახატად და დღევანდელი აქციით დავინახავთ სხვაობას. დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს. საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს. მეგობრებო, უთხარით უარი რუსულ მარშში მონაწილეობაზე, დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ამას თქვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს