გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ჭურვებს და ჯავშანტექნიკას, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ახალ პაკეტში შედის საზენიტო საარტილერიო სისტემა Skynex-ი, საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალა.

კერძოდ, დახმარების პაკეტი მოიცავს : Skynex-ის კომპლექსი საბრძოლო მასალებით, რაკეტებს Iris-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, საბრძოლო მასალა Leopard 2 ტანკებისთვის, თითქმის 30 ათასი საბრძოლო მასალას Gepar-ის საზენიტო იარაღისთვის, 155 მმ კალიბრის 7 500 საარტილერიო საბრძოლო მასალას.

გერმანიამ უკრაინას ასევე გადასცა : Marder-ის 10 ჯავშანტრანსპორტიორი საბრძოლო მასალითა და სათადარიგო ნაწილებით, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ტანკი სათადარიგო ნაწილებით, საინჟინრო მანქანა Dachs-ი, საჰაერო სათვალთვალო რადარი TRML-4D, AMPS ტიპის ვერტმფრენების თვითდაცვის სისტემები, 40 მმ კალიბრის 18 000 ტყვია, 3000 ერთეული RGW 90 ტიპის პორტატული ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი, 120 მმ-იანი ნაღმები.

გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა 2000 შესანიღბი ბადე, 2000 საწვიმარი და 100000 პირველადი დახმარების ნაკრები.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ