რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებებით ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო - თბილისიდან 1000 კაციც ვერ გაიყვანეს

ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი თავისი განცხადებებით არათუ „ხალხის ძალას“, არამედ, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ დედაქალაქიდან 1000 ადამიანიც ვერ გაიყვანა.

„გუშინდელმა შეკრებამ და ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულმა, ანტიდასავლურმა, აშკარად პრორუსულმა განცხადებებმა ნათელი მოჰფინა ყველაფერს. თუკი, ვინმე გულუბრყვილო იყო ქვეყანაში და ეგონა, რომ რაღაც პუტინისტური ფრაქციის „ხალხის ძალის“ ექსკლუზიური და ორიგინალური ბოდვები იყო, რასაც ისინი საუბრობდნენ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი თავისი განცხადებებით არათუ „ხალხის ძალას“, არამედ, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო. კარიკატურული ფაშიზმის იდეოლოგია ვიხილეთ, მან „ქართული ოცნების“ დოქტრინა გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის დასავლური ორბიტიდან მოწყვეტას და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთის მხარდაჭერით და ზურგით, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს. მან, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი დასავლეთი დაადანაშაულა შევარდნაძის წარმატებული რეჟიმის ცვლილებაში, რა თქმა უნდა NGO-ებთან ერთად. რომელი ფული ჰქონდა NGO-ებს კი არა, 800 მილიონი ლარი იყო შევარდნაძის დროს ქვეყნის ბიუჯეტი, თურმე, ეს პროგრესული რეჟიმი, რომელიც შემდეგ შეიცვალა ამერიკის აგენტებით, იგივე მოხდა თურმე, უკრაინაში და ეს პატიოსანი პუტინი, საწყალი, აიძულეს, რომ ჯერ საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა და თურმე, მერე იძულებული გახდა, ომის პარტიის, თუ რაღაც მასონური რაღაც ზეპარტიული გაერთიანების გამო უკრაინაშიც შეჭრილიყო. დანაშაულებრივი განცხადების თანამონაწილეები იყავით თქვენ, მოღალატეობრივი პროგრამის გამოცხადების დროს მასთან ერთად ტრიბუნასთან იდექით, თქვენ ქართველი ხალხი და ისტორია დაგსჯით! ვერ გახდება ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკო. მე არ ვარ შევარდნაძე, მე არ ვარ სააკაშვილი, სხვა რეჟიმი ვარ, სხვა ძალები გვაქვს, იანუკოვიჩი არ ვარო, იძახდა. იანუკოვიჩი მაიდანმა დაამხო, მაგრამ ის თავის თავს აიგივებს პუტინის ზურგით მომაგრებულ ლუკაშენკოსთან, მაგრამ ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკო, საქართველო არ არის ბელარუსი. ეს განცხადებები, რაც მან გააკეთა, ძალიან კარგია, რადგან მთელი საზოგადოება გამოფხიზლდა.

თქვენ ამბობთ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი იდგა ქუჩაში, დავანებოთ თავი, ჩამოყვანილი იყვნენ თუ - არა. მთელი ახალგაზრდობა გაიკრიფა უცხოეთში, ქვეყანა დაიცვალა, სამწუხაროდ, საპენსიო ასაკის მოქალაქეები ძალით აქ ჩამოიყვანეთ, მადლობას რომ უხდით, „მარშრუტკების“ მძღოლებსაც გადაუხადეთ მადლობა, გაჭედილი რომ იყო მთელი თბილისი ავტობუსებით და თბილისიდან 1000 კაცი რომ ვერ გამოიყვანეთ. 164 000-მა ქართველმა დატოვა 2023 წელს საქართველო... ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის გადარჩენის, თქვენი, პოლიტიკური რეჟიმის ისტორიულ სანაგვეზე მოსროლაა“, - განაცხადა გოცირიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია