ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც ქვეყნის ამოტრიალება უნდა - ვერ ამოატრიალებთ საქართველოს!

საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც საქართველოს ამოტრიალება უნდა. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

მისივე თქმით, „გლობალური ომის პარტია“ არის ოპოზიციის შეკრული წრე დაწყებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით და დამთავრებული მათი წამქეზებლებით.

„ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად, საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც საქართველოს ამოტრიალება უნდა. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! საქართველომ გამოიარა ამ წლების განმავლობაში ყველა ის უბედური მახე, რომელიც თქვენ და თქვენმა პატრონებმა დაუგეთ საქართველოს, თუნდაც არჩევნების არაღიარებით, ხელოვნურად შემოგდებული ამ „არასამთავრობოთა“ გაყალბებული მაჩვენებლებით, რევოლუციის ტრიგერებით. დაუმთავრებელი შემოგზავნა დივერსანტებისა და პარანოიკებისა საქართველოში, რომელთაც რევოლუცია უნდა გამოეწვიათ აქ. რომელსაც უნდა, აქ უკრაინასთან ერთად, ის საშინელება დაგვტყდომოდა ჩვენ. ვინ არის „გლობალური ომის პარტია“? აი, ეს შეკრული წრე არის თავისი პუტინით დაწყებული და თავის ამ წამქეზებლებით დამთავრებული. ეს კარგად გაიგეთ! საქართველომ ეს იცის! ისტორიულად იცის ეს იმ ხალხმა, რომელიც თქვენ ასე გეზიზღებათ! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს ჯარს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მის ყველა თანამოქალაქეს!“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია