ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია - ნათელია, “ქართული ოცნება” სიმპათიით უყურებს და ხშირად ემთხვევა მოსკოვის პოლიტიკას

“ქართული ოცნება” სიმპათიით უყურებს და ხშირად ემთხვევა მოსკოვის პოლიტიკას, ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“გამოსვლები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან, განსაკუთრებით ივანიშვილისგან, იყო შეშლილი და სიგიჟეს ესაზღვრებოდა.

ივანიშვილის მუქარა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “დასაჯოს” ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, შიშის მომგვრელია.

ასევე, “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან “გლობალური ომის პარტიის” (ანუ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას თავდაცვისთვის იარაღს აწვდიან) ხსენება იმაზე მეტყველებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები ნამეტან დროს ატარებდნენ CPAC-ზე უნგრეთში. არასდროს გამიგია ვაშინგტონში ვინმე გამოსულიყო წინადადებით, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტი უნდა გახსნას.” ნებისმიერი, ვინც სხვაგვარად ვარაუდობს, იტყუება.

ასევე, ეს პარანოიდალური შეპყრობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობითა” და სააკაშვილით (ორივე ბოლოს ხელისუფლებაში ათ წელზე მეტი ხნის წინ იყვნენ) მენტალური დაავადება გახდა.

როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და დამკვირვებელი, ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ქვეყნის შიდა პოლიტიკისთვის, რათა ფოკუსირებული ვყოფილიყავი აშშ-საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიულ ასპექტებზე. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” ბუნებრივად უდანაშაულობის პრეზუმფციას ვაძლევდი. ეს აღარ შეიძლება ასე იყოს. ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია.

ნათელია, რომ “ქართული ოცნება”: სერიოზული აღარ არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ; სიმპათიით უყურებს და ხშირად ემთხვევა მოსკოვის პოლიტიკას; საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას დააშორა.

კი, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მაგრამ იმ სიგიჟის მერე, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, ეს საუბრები არსად წავა.

საქართველოში ნებისმიერი ცვლილება ქართველი ხალხისგან წამოვა. ამ ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს გრძელი და ცხელი ზაფხული იქნება.

“ქართულ ოცნებაში” ჩემს მეგობრებს მინდა ვუთხრა, ვიცი, რომ თქვენ იცით, ის რაც ხდება ცუდია ქვეყნისთვის. რა შეიძლება გაკეთდეს?

ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში ჩემს მეგობრებს მინდა ვუთხრა, იყავით ძლიერები (და უსაფრთხოდ)!”, - წერს კოფი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში