ანა დოლიძე - ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს

ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მისი განმარტებით, პოლიციამ ისე გამოიყენა ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა.

„მშვიდობიანი ხალხი რომ დგას, ჯავშანმანქანა, მძიმე შეიარაღება არ უნდა გამოიყვანო. გაფრთხილება არ იყო. რატომ უნდა დაშალონ დემონსტრაცია, თუ ის არ არის ძალადობრივი? ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ფასეულობა, რითაც აქამდე მოვედით. აქ ვერ გაპარპაშდა ვერცერთი შაჰი. თუ გახდა დემონსტრაცია ძალადობრივი, მაშინ უნდა დაშალონ. უნდათ, რომ ამ ორღობეში გაგვატარონ ათასობით ადამიანი. მისაღები გამოცდების უნარებს ვერ ჩააბარებს ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა. ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს. სისტემასთან ერთად ეს ბოქაულობაც უნდა მოვაშოროთ აქედან“,- განაცხადა დოლიძემ.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა. ტერიტორიაზე დაპირისპირება გრძელდება, ვითარება კვლავ არასტაბილურია. სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ცდილობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია