ალეკო ელისაშვილი - მე ვიცავ საქართველოს თავისუფლებას და ღირსებას

მე ვიცავ საქართველოს თავისუფლებას და ღირსებას. ეს მშვიდობიანი მანიფესტაციაა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, ვითარება პერიოდულად იძაბება.

სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეების მისამართით ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი.

საპოლიციო ზომები განმეორებით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დარბევის პირველი მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს