თბილისის მერი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცლეებს.

დედაქალაქის მერის თქმით, ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ დამცავი ბადები ეწყობა.

„აღნიშნული პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. წელს დაახლოებით, 9 მლნ ლარი დაიხარჯება და ამ ფერდის ძალიან დიდი ნაწილი შეფუთული იქნება. პირველი, რაც გაკეთდა - ჩამოიყარა ის ქვები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს და პრობლემას წარმოადგენდეს გზის ამ მონაკვეთისთვის, შემდეგ კი ხდება ანკერული მეთოდით შესაბამისი დამცავი ბადეებით შეფუთვა, რათა გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ამ სამუშაოების ფარგლებში, ღამის საათებში კონკრეტული გზის მონაკვეთი იკეტება, რადგან მძიმე ტექნიკა მუშაობს. დღის განმავლობაში კი მოძრაობა ჩვეულ რეჟიმშია შესაძლებელი. ვფიქრობთ, სამუშაოები წლის ბოლოს სრულად დავამთავროთ და ის საფრთხე, რომელიც დაკავშირებული იყო კლდის აღნიშნულ ფერდთან, მოიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.

პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს