ელენე ხოშტარია - წაშლილია, აბსოლუტურად ყველა ზღვარი - ეს არის მოძალადე, მხდალი უმცირესობა, რომელიც პარლამენტშია შეკეტილი და თანამოქალაქეებს ძალის ენით ელაპარაკება

წაშლილია, აბსოლუტურად ყველა ზღვარი. ეს არის უმცირესობა, მოძალადე, რუსული, მხდალი, რომელიც აქ არის [პარლამენტში] შეკეტილი და თანამოქალაქეებს ძალის ენით ელაპარაკება, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ბრძოლა პრინციპული იქნება და საზოგადოებას 17:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

„წაშლილია, აბსოლუტურად, ყველა ზღვარი. ეს არის უმცირესობა, მოძალადე, რუსული, მხდალი, რომელიც აქ არის [პარლამენტში] შეკეტილი და თანამოქალაქეებს ძალის ენით ელაპარაკება. მეორე მხარეს არის მრავალფეროვანი, მებრძოლი, პრინციპული, ევროპული და თავისუფალი საზოგადოება. ოპოზიციურ პარტიებს ამ მომენტში გვაქვს განსაკუთრებული მოვალეობა, რომ ერთად ვიდგეთ და შევასრულოთ ამ თავისუფლებისმოყვარული საზიგადოების დაკვეთა. ლევან ხაბეიშვილს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებ და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ყველა დაკავებულზე ვზრუნავთ. არცერთი ადამიანი არ იქნება ყურადღების მიღმა. ჩვენ ვართ ერთად მათ გვერდში და მათ ვერავინ შეაშინებს. ბრძოლა იქნება პრინციპული და ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ამიტომ მნიშვნლოვანია დღეს 5 საათიდან შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ ჩვენი ძალა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს