სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ“, აქციის მონაწილეებს კი მიმართავს, რომ დაიცვან შეკრების მშვიდობიანი ფორმა

სახალხო დამცველმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში და არ იძალადოს მათზე.

იოსელიანმა ასევე მოუწოდა დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში.

„ჩემი დღევანდელი ბრიფინგი პირველ რიგში ემსახურება პირველად შეფასებას გუშინდელი სამწუხარო მოვლენების, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამავე დროს დღევანდელი აქციის წინ გაფრთხილებას პირველ რიგში შსს-სი, რომ არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე.

ასევე მინდა მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, სახალხო დამცველმა შეაფასა გუშინ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენები და აღნიშნა, რომ "ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარია გათავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც მათი დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში არ იყო სახეზე".

„რაც შეეხება შეფასებას, ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერების და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად მსურს საზოგადოებას წარვუდგინო ჩემი პირველადი შეფასება.

ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარია გათავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც ჩვენი დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში არ იყო სახეზე. მოგვიანებით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, სამართალდამცველმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ წიწაკის სპრეი, მათ შორს დამიზნებით. ასევე, ზოგადად, აქციის მონაწილეების მიმართ, აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მოხდა, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის განთავისუფლება. მისი გამოყენების საფუძველი არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა. გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ აქციის მონაწილეები სპეციალური საშუალების გამოყენების თაობაზე არ გაუფრთხილებიათ წინასწარ“, - განაცხადა იოსელიანმა.

გარდა ამისა, როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და შემდგომაც აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის, შესაბამისად, მისი დაშლისკენ მოწოდების და მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი.

„22:22 წუთიდან სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილების გარეშე ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის დიდი ოდენობით გამოყენებას. ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას რამდენიმე წამში მოჰყვა წყლის ჭავლის გაშვება. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და შემდგომაც აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის, შესაბამისად, მისი დაშლისკენ მოწოდების და მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი“, - აღნიშნა იოსელიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია