ირაკლი კობახიძე კითხვაზე, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად - რა გვეტყობა მაგის? - ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება

რა გვეტყობა მაგის? [ძალაუფლების დასათმობად მზადების} - ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

„რა გვეტყობა მაგის? ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აგენტურა არ შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ.

ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება. 61.5% იყო ბოლო კვლევის თანახმად ჩვენი რეიტინგი. არჩევნების მოგება თავისუფლად შეგვიძლია. ეს არ არის მთავარია. ამ სამი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ეს რომ არ ყოფილიყო ჩვენი ეკონომიკა მინიმუმ 5 მლრდ დოლარით მეტი იქნებოდა“,-აღნიშნა კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს