ოთარ შამუგია - ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მეურნეობა დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

როგორც შამუგიამ აღნიშნა, ასეულობით ფერმერი გვყავს დაფინანსებული და მხარდაჭერას აგრძელებენ.

„ვაგრძელებთ რეგიონებში მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრებს; ჩვენი მიზანია, მათგან მივიღოთ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებზე და მიმდინარე მხარდამჭერ 15 სახელმწიფო პროექტში განვახორციელოთ შესაბამისი ცვლილებები, ასევე, დავაინიციროთ ახალი პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული ფერმერების ინტერესებზე. მეურნეობა, სადაც ვიმყოფებოდით, არის კარგი მაგალითი სახელმწიფოს მხარდაჭერით მიღწეული წარმატების, როგორც ბაღის გაშენებაში, ასევე გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობაში, რაც ნიშნავს, რომ შეიქმნება ადგილზე დამატებითი ღირებულება და ფერმერს საშუალება ექნება, უფრო მეტი ღირებულებით, მეტი შემოსავლის მიღებით განახორციელოს ეს საქმიანობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასეულობით ფერმერი გვყავს დაფინანსებული და მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში შპს „მწვანე სახლმა”, 2021 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 11 ჰა ნუშის ბაღი გააშენა. სახელმწიფოს თანადაფინანსება, დაახლოებით, 75,000 ლარია. რაც შეეხება საწარმოს, 2023 წლის ბოლოს ამოქმედდა, მისი შექმნისთვის კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით ისარგებლა, სესხის ოდენობამ 500,000 ლარი შეადგინა. საწარმო, რომელსაც წელიწადში 100 ტონა ნუშის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, 11 ადგილობრივს ასაქმებს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

„კომპანიის „მწვანე სახლი“ დამფუძნებლის კობა თაბაგარის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო მათი საქმიანობის განვითარებისათვის.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 25 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 4,628 ჰექტარზე ნუშის გაშენება, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში 1,632 ჰექტარზე, 9,1 მლნ ლარით.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ნუშის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემულია 6,4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 23 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 600,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 4,3 მლნ ლარს აღემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში