ვოლოდიმირ ზელენსკი - შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნების ლიდერები და მთავრობების მეთაურები ყველა კონტინენტიდან

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამერდს შორის შეთანხმების შესაბამისად, შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში 15-16 ივნისს უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი გაიმართება, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სამიტის ორგანიზება უკრაინული და შვეიცარიული მხარის კოორდინირებული ძალისხმევის შედეგია და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნების ლიდერები და მთავრობების მეთაურები ყველა კონტინენტიდან.

„სამიტი იქნება დიალოგის პლატფორმა უკრაინისთვის, გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ყველა მოწვეულმა [სტუმარმა] გამოიჩინა პატივისცემა ამ პრინციპების მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, სამიტი ეძღვნება ამ მიზნის მიღწევის ჩარჩოს შემუშავებას მომავალი სამშვიდობო პროცესის სტიმულირების მიზნით.

დარწმუნებული ვარ, ყველა მშვიდობისმოყვარე ქვეყანა დაინტერესებულია სამიტში მონაწილეობით, რადგან ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის. საუბარია თითოეული ქვეყნის გლობალურ როლზე, ასევე საერთაშორისო სამართლის მიმართ ნამდვილ პატივისცემაზე და მთელ მსოფლიოში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით,ზოგადი წესები, რომელიც გათვალისწინებულია გაერო-ს წესდებაში, იცავს ყველა ქვეყანას თავდასხმისა და ძალადობისგან.

„ასე რომ, ჩვენი საერთო გლობალური მოვალეობაა, დავიცვათ ისინი რეალური ქმედებებით და არა მხოლოდ სიტყვებით, ეს არის ის, რაც განიხილება შვეიცარიაში, პირველ სამშვიდობო სამიტზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია