მიხეილ ბოცვაძე - „ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ უსამართლოდ დაჯარიმდა მარეგულირებელი კომისიის მიერ

სამწუხაროდ, კვლავ უმაღლესი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგში“ შემავალ ქსელურ კომპანიას. გადაწყვეტილებას ცალსახად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მივიჩნევთ, - აცხადებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.

მიხეილ ბოცვაძის თქმით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება დადგენილი წესით და „სრულიად დარწმუნებულნი ვართ რომ ობიექტური განხილვის შედეგად, აუცილებლად გაუქმდება“.

,,ზოგადად, ჩვენთვის უკვე მეტად შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია ენერგეტიკისა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიდგომები. კერძოდ, რაც შეეხება კონკრეტულად ჯარიმებს, საგულისხმოა, რომ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, კომპანია სულ ორჯერ იყო დაჯარიმებული ჯამური თანხით 30000 ლარი. ხოლო უკანასკნელი მხოლოდ 11 თვის განმავლობაში კომპანია უკვე მე-3 ჯერ სანქცირდება თანხით - 225 ათასი ლარით. მეორეს მხრივ ხაზგასასმელია, კიდევ ერთი საყურადღებო პროცესი, მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნით უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ფინანსური სანქციის მაქსიმალური ოდენობა 75 დან 500 ათას ლარამდე ზრდა იგეგმება. შესაბამისად ვიღებთ შემდეგ სურათს, გაურკვეველ მიზეზთა გამო, დრამატულად გახშირდა ფინანსური ჯარიმის გამოყენება, ჯარიმები უსამართლო და არაადეკვატურია, იგეგმება ფინანსური სანქციების ოდენობის ზრდა 7 - ჯერ. საგულისხმოა, მსგავსი სიდიდის (500 ათასი ლარი) ფინანსური სანქცია არც საქართველოში და არც ევროპული ქვეყნების მარეგულირებლების შემთხვევაში არ არსებობს, იმდაგვარ დარღვევებზე რაც თითქოს აღმოჩენილი იქნა ჩვენს შემთხვევაში“, - ამბობს მიხეილ ბოცვაძე.

მისივე თქმით, „მიუხედავად უსამართლო-დისკრიმოინაციული დამოკიდებულებისა, არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორისა, გასულ წლებში გადატანილი თავდასხმებისა თუ ფინანსური კრიზისებისა, ამ ეტაპზე არ ვცვლით ჩვენს მიდგომებს“.

,,ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში ინვესტირებას და ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რამეთუ ვაცნობიერებთ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მნიშვნელობას ენერგეტიკის დარგისთვის და რომ წარმოვადგენთ ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ინვესტორს თუ დამსაქმებელს ქვეყანაში“, - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია