თურქეთის თავდაცვის მინისტრი -  ჩვენი S-400 სისტემების რომელიმე ქვეყანაში ექსპორტის საკითხი არ დგას

თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის ფედერაციიდან შეძენილი S-400 Triumph ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის გადაცემაზე.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გულერმა CNN Turk-თან ინტერვიუში განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანკარამ არ მიიღო ვაშინგტონის თხოვნა მსგავსი ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით.

„ჩვენი S-400 სისტემის რომელიმე ქვეყანაში ექსპორტის საკითხი არ დგას“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები თურქეთის ხელისუფლებასთან რუსული S-400-ების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავდა, ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გავრცელდა. Reuters-ი იუწყებოდა, რომ მოლაპარაკებები არაფორმალურად მიმდინარეობდა. თემის განხილვის ახალი იმპულსი იყო მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადება, რომ ვაშინგტონი დათანხმდება თურქეთის F-35 გამანადგურებლების მიწოდების პროგრამაში დაბრუნებას, რუსულ S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უარის თქმის პირობით. მაშინ ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ S-400-ზე უარის თქმა, სავარაუდოდ, უკრაინისთვის მათ გადაცემას ნიშნავდა. თუმცა, აქ პრობლემა იმდენად თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში კი არ არის, არამედ თურქულ-რუსულში. „რუსეთის ფედერაციისგან შეძენილ იარაღზე უარის თქმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე დარტყმის მიყენება იქნება და ძირს გამოუთხრის თურქეთის, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯს“, - წერდა Defense Express-ი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს