რომან გოცირიძე - აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმ კანონს, რომელსაც ოფშორების კანონს ეძახიან

აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმ კანონს, რომელსაც ოფშორების კანონს ეძახიან - დემაგოგიურად ირწმუნებიან, რომ ფული და კაპიტალი შემოვა, მაგრამ არაფერი კაპიტალი არ შემოვა. შემოვა, გაირეცხება და გავა უცხოეთში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ე.წ. ოფშორების კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.

გოცირიძის განმარტებით, უდიდესი რისკის ქვეშ აღმოჩნდება ქვეყნის საბანკო სისტემა და შეიძლება მთლიანად ფინანსური სისტემის კოლაფსი მოხდეს.

„აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმ კანონს, რომელსაც ოფშორების კანონს ეძახიან, რომელიც, ფაქტობრივად არის ბიძინა ივანიშვილის ოფშორი შავი ფულისა და რუსი ოლიგარქების ფულის საქართველოს მეშვეობით გათეთრების მექანიზმი.

დემაგოგიურად ირწმუნებიან, რომ ფული და კაპიტალი შემოვა, მაგრამ არაფერი კაპიტალი არ შემოვა. შემოვა, გაირეცხება და გავა უცხოეთში. შემდეგ უდიდესი რისკის ქვეშ აღმოჩნდება ქვეყნის საბანკო სისტემა და შეიძლება მთლიანად ფინანსური სისტემის კოლაფსი მოხდეს, ვინაიდან თუკი ჩვენი საბანკო სისტემა შავი ფულის გამტარად გადაიქცა, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა, როგორც ქვეყნის რეპუტაციისთვის, საინვესტიციო მიზიდულობისთვის, ასევე პირწმინდად საბანკო სისტემისათვის. ამიტომ, ეს კანონი, ისევე როგორც აგენტების კანონი, არ უნდა მიიღონ.

ყველა კანონი, რომელიც ამ პერიოდში პარლამენტი განიხილება ემსახურება ერთადერთ მიზანს - ბიძინა ივანიშვილის ფულის სადღაც დაბინავებას და მისი ძალაუფლების განმტკიცებას რუსეთის პოლიტიკური და ფინანსური ზურგით, რაც არ გაუვა. სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ