ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, უზბეკეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრების მოადგილეები.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში დაფიქსირებულ სტაბილური ზრდის დინამიკაზე - ორმხრივ ვაჭრობაში, კერძოდ, აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი - მარტის პერიოდში სავაჭრო ბრუნვა 64 პროცენტით, ექსპორტი კი 55 პროცენტით გაიზარდა. პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევას მიმართავენ ორმხრივი ვაჭრობის ზრდის მიმართულებით როგორც ტრადიციული, ისე ახალი საექსპორტო პროდუქციის ხარჯზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განხილეს თანამშრომლობა ინვესტიციების სფეროში. აღინიშნა, რომ ლიბერალური ბიზნეს გარემოს გარდა, საქართველო, გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პირობებით, აქვს წვდომა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის მესამედთან, რაც 2,3 მლრდ ადამიანს წარმოადგენს. რაც შეეხება საქართველოში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ სექტორებს, ყურადღება გამახვილდა ტურიზმზე, ენერგეტიკაზე, აგრომრეწველობაზე, უძრავ ქონებაზე, ლოგისტიკაზე, ტრანსპორტზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ტურისტული სექტორში, კერძოდ, წყალტუბოს კურორტის განვითარებაში უზბეკური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, განხილულ იქნა უზბეკური ინვესტიციებით საქართველოში მსუბუქი მრეწველობის საწარმოების ამოქმედების საკითხი. ორივე მიმართულების შესასწავლად უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში დამატებით ჩამოვა.

„მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებზე, რომლის მეშვეობითაც გაიზრდება ტვირთნაკადი ორ ქვეყანას შორის. ასევე საუბარი წარიმართა ავიაგადაზიდვების სფეროში არსებული სახელშეკრულებო ბაზის უფრო მეტად ლიბერალიზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ თანამშრომლობას ამ მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სფეროშიც. ითქვა, რომ უზბეკეთიდან ტურისტების ზრდის დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი გაცილებით მეტია.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს პროგრესი ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის ე.წ. საგზაო რუკის ფარგლებში, რომელიც 2023 წელს გაფორმდა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობა მთავრობათაშორისო კომისიის ფორმატში, რომლის მორიგი შეხვედრაც მიმდინარე წლის 12 – 13 ივნისს თბილისში გაიმართება“, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია