ირაკლი ქადაგიშვილი - აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვის არის მოწოდებული და დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალურ შედეგზე

აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვისაც არის მოწოდებული და აქედან გამომდინარე დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალური შედეგის დადგომასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ყველაფერი გაშიფრულია და სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აქციები იყოს მშვიდობიანი და არ გამოვიდეს კანონიერი ფორმიდან.

„გაშიფრულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. პასუხისმგებლობა, ჯერ მარტო განცხადებისათვის უკვე მათ ეკისრებათ შედეგებთან დაკავშირებით. სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აქციები იყოს მშვიდობიანი, არ გამოვიდეს ის კანონიერ ფორმიდან და აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან, ღმერთმა დაიფაროს და, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს