თბილისის მერია - უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები გამოიწვია.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი. კერძოდ, მერიის ცნობით, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

მერია მოქალაქეებს მიმართავს, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222.

„უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში.

განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს.

ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222“,-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია