ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ ორგანიზებულ სასამართლო პრაქტიკის შესახებ გამართულ კონფერენციაში „საქპატენტის“ წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში, 29-30 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით რიგით მე-5 კონფერენცია გაიმართა.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე თიკა ნებიერიძე და სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველოს უფროსი დეა ჭიჭინაძე.

„კონფერენციაში, მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების დელეგაციები. კონფერენციის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა საავტორო უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ასევე ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ თანამედროვე საკანონმდებლო გამოცდილების დახვეწაზე.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული ინტერესების ფართო სპექტრის მქონე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ექსპერტების შეკრება, რათა მათი ჩართულობით, გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარებით განიხილონ ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო პრაქტიკასა და კანონმდებლობაში არსებული გლობალური გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია